მშრალი თეთრი ღვინო “წინანდალი”
ადგილწარმოშობის თეთრი მშრალი ღვინო წინანდალი დამზადებულია რქაწითელისა და კახური მწვანეს ყურძნის ჯიშისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში, წინანდლის კონტროლირებად მიკროზონაში.
ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, მდიდარი, მწიფე ყვითელი ხილის ასორტისა და ციტრუსების ტონებით. გემოზე არის ჰარმონიული, დაბალანსებული. საუკეთესოდ ეხამება ფხალეულს, ფრინველის ხორცს, სალათებს და თევზეულს.
მოხმარების ტემპერატურა: +9-11 °C.