ნახევრადტკბილი წითელი ღვინო “ქინძმარაული”
ადგილწარმოშობის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ქინძმარაული დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია ყვარლის კონტროლირებად, ქინძმრაულის მიკრო-ზონაში, კახეთის რეგიონში.
ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, კარგად გამოხატული ჯიშური ბუკეტითა და განსაკუთრებით ტყის კენკრის ტონებით. გემოზე არის ხავერდოვანი, ჰარმონიული, სასიამოვნო მჟავა-სიტკბოსა და ტანინის ბალანსით. საუკეთესოდ ეხამება თეთრ ხორცეულს, თევზის კერძებს, ცივ დესერტს, შოკოლადის ნაწარმს, ხილის ასორტს.
მოხმარების ტემპერატურა: +10-12°C.