ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინო “როზე”
ნახევრად მშრალი ვარდისფერი ღვინო დამზადებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია აღმოსავლეთ საქართველოში. ღვინოს აქვს კრიალა ვარდისფერი შეფერილობა, ახასიათებს მწიფე ყვითელი ხილის ტონები. გემოზე არის რბილი, დახვეწილი, სასიამოვნო სიმჟავის. საუკეთესოდ ეხამება ნაზ ყველს, თეთრ ხორცს, სალათს.
მოხმარების ტემპერატურა: +10-12 C