მშრალი თეთრი ღვინო “ციცქა”
მშრალი თეთრი ღვინო ციცქა დამზადებულია კლასიკური ევროპული მეთოდით ციცქას ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია დასავლეთ საქართველოში.
ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. მკვეთრად აქვს გამოხატული ციტრუსის არომატი და მთის ყვავილების სურნელი. გემოზე არის რბილი, დახვეწილი, სასიამოვნო სიმჟავის. საუკეთესოდ შეეხამება ფრინველის ხორციან კერძებს, თევზეულს, ზღვის პროდუქტებს, სალათებს და სხვადასხვა სახის უმარილო ყველს.
მოხმარების ტემპერატურა: +9-11 °C.