მშრალი წითელი ღვინო “საფერავი”
მშრალი წითელი ღვინო საფერავი დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში.
ღვინო ხასითდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, არომატი აქვს კარგად გამოხატული მწიფე ალუბალისა და ტყის კენკრის. გემოზე არის სხეულიანი, რბილი, კარგად გამოხატული ტანინებით. ახასიათებს ხანგრძლივი გემოს შეგრძნება.
საუკეთესოდ ეხამება ხორციან კერძებს, მწვადს, სტეიკს, და ყველის ასორტს.
მოხმარების ტემპერატურა: +15-18 °C.