Georgian English Russian
menu
 
REGION

რაჭა - საქართველოს გეოგრაფიული მხარეა, იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში. მდინარე რიონსა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭა იყოფა მთის, ქვემო და ზემო რაჭად. თითეულ მათგანს განსაკუთრებული ხიბლი აქვს.
_________________

რაჭის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ნიკორწმინდის ეკლესია

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს თარიღდება 1010-1014 წლებით.

ბარაკონი

ღმრთისმშობლის ტაძარი, ძველი ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში სოფელ წესთან. აგებული 1753 წელს.

მინდა-ციხე

შუა საუკუნეების ციხე - სიმაგრე ამბროლაურის რაიონის სოფელ წესის მახლობლად.

შაორის წყალსაცავი

შაორის ტბა, მდიდარი ფლორით და ფაუნით მდინარეებით, ჩანჩქერებით უღრანი ტყეებით და სამკურნალო წყლებით. შაორი თავისი უნიკალური კლიმატის გამო შესანიშნავი ზაფხულის კურორტია. ზამთრის პერიოდში კი მაღალი მთების ფერდობები შაორს მიმზიდველ ზამთრის კურორტად აქცევს.

/>

Georgian English Russian