Georgian English Russian
menu
 
პროდუქცია

ხვანჭკარა პრემიუმი,  
შავი ჩეხური 
მინა-ექსკლუზივი

ხვანჭკარა ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო
-------------------
დამზადებულია ხვანჭკარის ღვინის ქარხანაში, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უნიკალური ჯიშის ყურძნისაგან.
--------------
უძველესი ტრადიციით

ალკ. 12%
750მლ
შაქ. 42გრ/დმ3



ალექსანდროული,
თეთრი ჩეხური
მინა-ექსკლუზივი

წითელ მშრალ ღვინო ალექსანდროულს შეარქვეს მშრალი ხვანჭკარა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნების შერევით, რომლებიც გაშენებულია დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონში. ღვინო ხასიათდება მდიდარი ბუკეტით, ჟოლოსა და ალუბლის არომატით. რეკომენდირებულია მიირთვათ ხორცეულთან ერთად.
-------------------------------------
ალკ. 12%
750მლ
შაქ. 42გრ/დმ3

ალაზნის ველი

ქინძმარაული საფერავი როზე

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ალაზნის ველი დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში.
ღვინო ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით. კარგად გამოხატულია ტყის კენკრის არომატი.

ადგილწარმოშობის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ქინძმარაული დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია ყვარლის კონტროლირებად, ქინძმრაულის მიკრო-ზონაში, კახეთის რეგიონში.
ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, კარგად გამოხატული ჯიშური ბუკეტითა და განსაკუთრებით ტყის კენკრის ტონებით.

მშრალი წითელი ღვინო საფერავი დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში.
ღვინო ხასითდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, არომატი აქვს კარგად გამოხატული მწიფე ალუბალისა და ტყის კენკრის.

ნახევრად მშრალი ვარდისფერი ღვინო დამზადებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია აღმოსავლეთ საქართველოში. ღვინოს აქვს კრიალა ვარდისფერი შეფერილობა, ახასიათებს მწიფე ყვითელი ხილის ტონები.

ალაზნის ველი

ციცქა რქაწითელი წინანდალი

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო ალაზნის ველი დამზადებულია რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისის და ხიხვის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში. ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. აქვს მინდვრის ყვავილების არომატი.

მშრალი თეთრი ღვინო ციცქა დამზადებულია კლასიკური ევროპული მეთოდით ციცქას ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია დასავლეთ საქართველოში.
ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. მკვეთრად აქვს გამოხატული ციტრუსის არომატი და მთის ყვავილების სურნელი. გემოზე არის რბილი, დახვეწილი, სასიამოვნო სიმჟავის.

მშრალი თეთრი ღვინო რქაწითელი იწარმოება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში.
ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. მსუბუქი ციტრუსის ტონებით. არომატზე სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი.

ადგილწარმოშობის თეთრი მშრალი ღვინო წინანდალი დამზადებულია რქაწითელისა და კახური მწვანეს ყურძნის ჯიშისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში, წინანდლის კონტროლირებად მიკროზონაში.
ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, მდიდარი, მწიფე ყვითელი ხილის ასორტისა და ციტრუსების ტონებით.

ხვანჭკარის მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა, ნიადაგი, მდინარე რიონისკენ დაქანებულ ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია – განსაზღვრავს ღვინო "ხვანჭკარას" - განსაკუთრებულ თვისებებს.
-----------------
დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როცა ქართული ღვინოს ადგილწარმოშობის დასახელებები სახელმწიფო დონეზეა დაცული, ჩვენი კომპანიის მიზანია, ქართველ და უცხოელ მომხმარებლებში უკვე კარგად ცნობილი ღვინო "ხვანჭკარის" უცხოეთის ბაზარზე კიდევ უფრო ფართო წარდგენა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა უნიკალური დიზაინის შავი მინის ბოთლი, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენი კომპანიისათვის ჩეხეთში მზადდება.

სწორედ განსხვავებული დიზაინის მეთოდით "ხვანჭკარა" ვიზუალურად გამოირჩევა სხვა მწარმოებლების პროდუქტისაგან, ცნობადია და დაცულია ფალსიფიცირებისაგან.
text />

Georgian English Russian