Georgian English Russian
menu
 
კომპანია

ხვანჭკარის მიკროზონა მდებარეობს რაჭაში, ამბროლაური ადმინისტრაციულ ზონაში, ზღვის დონიდან 450-750 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. იგი მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარას და მის მახლობელ სოფლებს. კლიმატი აქ ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი შედარებით მშრალი ზაფხულით.

სწორედ სოფელ ხვანჭკარში, თავადი ყიფიანის მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის ქარხანა, რომელსაც წარმოვადგენთ ჩვენ შპს. "ხვანჭკარა".
წლების განმავლობაში ქარხანაში მოღვაწე მეღვინეები ახალ თაობებს გადასცემენ ღვინო "ხვანჭკარის": დამზადების ყიფიანისეულ მეთოდს, რამაც ჩვენს მიერ წარმოებულ ღვინოს ბევრ ქვეყანაში გაუთქვა სახელი.

 

 

 

Georgian English Russian text />